თეგებით ძიება

შვედეთი NATO-ს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება - სტოლტენბერგი

შვედეთი NATO-ს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება" - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს. მისი თქმით,  NATO-ს ვილნიუსის სამიტზე  მიღწეული იქნა კონსენსუსი და თურქეთმა შვედეთის ალიანსში რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, თუმცა თურქეთის პარლამენტი მუშაობას ოქტომბერში განაახლებს და როგორიც კი ეროვნული ასამბლეა შეიკრიბება, ისინი  რატიფიცირების პროცესს დაიწყებენ. 

''ვფიქრობ, შვედეთი NATO-ს წევრი შემოდგომაზე გახდება. მე ყოველთვის ძალიან ფრთხილი ვარ კონკრეტული თარიღების დასახელებისას, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი ოპტიმიზმი ეყრდნობა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მკაფიო და ცალსახა პასუხს, როცა მან დიდი მსჯელობის შემდეგ ივლისის დასაწყისში, ვილნიუსში გამართულ სამიტზე მიიღო შვედეთის NATO-ს განაცხადი.  ვილნიუსში მიღწეული იქნა კონსენსუსი. როგორც, კი  თურქეთის ეროვნული ასამბლეა შეიკრიბება, ისინი რატიფიცირების პროცესს დაიწყებენ'' - განაცხადა სტოლტენბერგმა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა