თეგებით ძიება

სასარგებლო სასმელია - რა არის 2 დაავადება, რომელიც ყავის დალევით იკურნება?

ყოველდღიურად კაცობრიობა სვამს ორ მილიარდამდე ჭიქა ყავას, თითოეულ მოსახლეზე მოდის ოთხი კილოგრამი ყავა წელიწადში. ყავის მოხმარების საერთო ტენდენცია მსოფლიოში განუწყვეტლივ იზრდება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების მასშტაბურმა გამოკვლევებმა, რომელშიც ჩართული იყო ას ოცდაათი ათასი ყავის მოყვარული, დაადგინა რომ ამ არომატული სასმელის ზომიერი გამოყენება იცავს ორგანიზმს მთელი რიგი საშიში დაავადებებისგან.

1. მეორე ტიპის დიაბეტი – ყავის მოხმარება ზრდის იმ ცილის გამომუშავებას, რომელიც აკავშირებს სტეროიდულ ჰორმონებს, ტესტოსტერონს და ესტრადიოლს, ეს ჰორმონები კი განსაზღვრულ როლს თამაშობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებაში.

იმისათვის რომ შევამციროთ დიაბეტით დაავადების საფრთხე 50%-ით, მამაკაცებმა უნდა დალიონ დღეში დაახლოებით ექვსი ჭიქა ყავა. ქალები ექვსი ჭიქა ყავისგან იღებენ უფრო მცირე ეფექტს – დიაბეტით დაავადების საფრთხე მცირდება მხოლოდ მესამედით.

2. ღვიძლის დაავადებები – დღეში ორი ჭიქა ყავის მოხმარება ამცირებს ღვიძლის კიბოს რისკს 40%-ით. ორი ჭიქა შავი ყავა დღეში ხელს უწყობს ღვიძლის ციროზისგან სიკვდილიანობის რისკის დაქვეითებას 70-მდე. მიაქციეთ ყურადღება, რომ საუბარია იმ ციროზზე, რომლის მიზეზსაც არ წარმოადგენს ვირუსული ჰეპატიტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა