თეგებით ძიება
26. 08. 2023 მსოფლიო

პუტინმა „ვაგნერის“ მებრძოლებს რუსეთისადმი ერთგულების ფიცის დადება უბრძანა

მას შემდეგ, რაც სულ რამდენიმე დღის წინ ვაგნერის მეთაური ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ მებრძოლებს რუსეთის სახელმწიფოსადმი ერთგულების ფიცზე ხელმოწერა უბრძანა.

კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტი ავალდებულებს ყველას, ვინც სამხედროების სახელით უკრაინაში რაიმე ტიპის ქმედებებს ახორციელებს, ოფიციალურად რუსეთისადმი ერთგულების ფიცი დადოს.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ეს არის ნაბიჯი რუსეთის თავდაცვის სულიერი და მორალური საფუძვლების გასამყარებლად. ფიცის ფორმულირება კი მოიცავს ხაზს, რომლის მიხედვითაც, ისინი, ვინც მას მიიღებენ, პირობას დებენ, რომ მკაცრად შეასრულებენ მეთაურებისა და უფროსი ლიდერების ბრძანებებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა