თეგებით ძიება

ბექა ოდიშარია კათოლიკოს-პატრიარქს მღვდელმთავრად კურთხევიდან მე-60 წლისთავს ულოცავს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მღვდელმთავრად კურთხევიდან მე-60 წლისთავს ეხმიანება.

"60 წელზე მეტია, ერთგულად და მთელი ძალისხმევით იღვწის მისი უწმინდესობა ჩვენი რწმენაში გაძლიერებისა და სულიერი სიმტკიცისათვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ეკლესია-მონასტრების გადარჩენისა და აღდგენისათვის.

ვულოცავ ერის სულიერ მესაჭეს ამ მნიშვნელოვან თარიღს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ქართველი ხალხის საიმედოდ“, - წერს ოდიშარია Facebook-ზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა