თეგებით ძიება

„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრმა სიპისიმ“ მეწარმე ქალებისთვის კომუნიკაციის საკითხებზე „სამოქალაქო პიკნიკი“ გამართა

„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრმა სიპისიმ“ მეწარმე ქალებისთვის კომუნიკაციის საკითხებზე „სამოქალაქო პიკნიკი“ გამართა

21 აგვისტოს,  პროექტის - ,,შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, „სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა.

მოწვეულმა მენტორმა, კომუნიკაციის სპეციალისტმა ფატი მამიაშვილმა ქალებს  ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. მენტორმა კითხვებსაც უპასუხა, რომელიც ძირითად კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციას ეხებოდა.

„სამოქალაქო პიკნიკზე“ მოწვეულმა ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ინფორმაცია მათი საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სხვა მეწარმეებსაც გაუზიარებენ პროექტის ფარგლებში მიღებულ ცოდნას.

,,სამოქალაქო პიკნიკი“ მოეწყო პროექტის – ,,შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც „სიპისი – თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი“, ევროკავშირის დაფინანსებითა და „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით ახორციელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა