თეგებით ძიება

"ყველა მათი პრობლემა შევა პრეზიდენტთან" - სოფო ჯაფარიძეს გურიის მოსახლეობამ სააკაშვილთან წერილები გაატანა

მიხეილ სააკაშვილის პირადი წამომადგენელი შერჩეული სოფო ჯაფარიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

ჯაფარიძემ, აჭარიდან გურიაში გადაინაცვლა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღეს ლანჩხუთში იყო, სადაც მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები მოისმინა და სააკაშვილისთვის ამ რეგიონიდან წერილებიც წაიღო.

ძალიან ბევრმა გადმომცა წერილი. ძალიან გახარებული ვარ იმ განწყობით, რა განწყობაც მათ აქვთ. დიახ, საქართველო ემზადება ძალიან დიდი გამარჯვებისთვის. ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან არის ამისთვის მზაობა. ჩვენ ძალიან დიდი ნახტომით მივალთ ძალიან დიდ გამარჯვებამდე. უმეტესი ოჯახებიდან მამაკაცები ძირითადად ემიგრაციაში წავიდნენ. ფიზიკურად ვერაფერს ეკეთებდნენ საქართველოში. უამრავი პრობლემა მოვისმინე. ყველა მათი პრობლემა შევა მიხეილ სააკაშვილთან და კიდევ ერთხელ განვმეორდები, ჩვენ თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან ერტად შევქმნით დიდ გამარჯვების ფორმულას". - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა