თეგებით ძიება
26. 08. 2023 სპორტი

გიგა ჭიკაძე UFC-ში გამარჯვებით დაბრუნდა

UFC-ის მორიგ ღონისძიებას ამჯერად სინგაპურმა უმასპინძლა, სადაც გიგა ჭიკაძე თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ამერიკელ ალექს კასერესთან დაბრუნდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მებრძოლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დარტყმა გაცვალეს, თუმცა გარდამტეხი უპირატესობა ვერ მოიპოვეს.

მეორე რაუნდი უკვე გიგას კარნახით წარიმართა, "ნინძამ" რამდენიმე მძიმე დარტყმის განხორციელება შეძლო.

მესამე რაუნდი კი პირველის მსგავსად გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ, საქმე მსაჯთა გადაწყვეტილებამდე მივიდა და იქ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა