"ზაფხული არ აპირებს წასვლას..." - ნახეთ, ამინდის პროგნოზი
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს.
"ბოლო მონაცემებით და უახლესი ამინდის განახლებების მიხედვით, მომდევნო 3 დღის განმავლობაში სანაპირო კურორტებზე მზიანი და ცხელი ამინდი იქნება, ტემპერატურა ღამით +20, +22, დღისით +29, +31 გრადუსი სიცხე.
მომდევნო ახალ კვირას, მხოლოდ ერთი დღე გვექნება წვიმიანი და ეს იქნება სამშაბათი, სხვა დანარჩენი ძირითადად მზიანი და ცხელი დღეები გაგრძელდება, იმ განსხვავებით, რომ გასული კვირებისგან განსხვავებით, შედარებითი ტენიანიანობის შემცირების გამო, სიცხე არ იქნება რთულად ასატანი. ასე, რომ ნებისმიერი ამინდის მოყვარულისთვის მშვენიერი დღეები გველოდება წინ!“ - წერს მეტეოროლოგი.