თეგებით ძიება

ანტარქტიდაზე ყინულის დნობამ პინგვინების მასობრივად განადგურება გამოიწვია

ან­ტარ­ქტი­დის ბე­ლინ­გჰა­უ­ზე­ნის ზღვა­ში ყი­ნუ­ლის დნო­ბის გამო, იმ­პე­რა­ტო­რი პინგვი­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და­ი­ღუ­პა - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნე­თის ან­ტარ­ქტი­დის კვლე­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ვეყ­ნებს.

ან­ტარ­ქტი­დის სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ პინგვი­ნე­ბის გამ­რავ­ლე­ბის ად­გი­ლებ­ში ყი­ნუ­ლი მთლი­ა­ნად დად­ნა.

ზღვის ყი­ნუ­ლის მო­ცუ­ლო­ბა ან­ტარ­ქტი­და­ში 2016 წლის შემ­დეგ ახალ ნიშ­ნულს აღ­წევს. პინგვი­ნე­ბის გამ­რავ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყი­ნუ­ლის შემ­ცი­რე­ბამ უკვე და­ა­ზა­რა­ლა მათი და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე­დი.

ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თუ ყი­ნუ­ლის დნო­ბა ამ­ჟა­მინ­დე­ლი ტემ­პით გაგ­რძელ­დე­ბა, იმ­პე­რა­ტო­რი პინგვი­ნე­ბის 90%-ზე მეტი სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე გა­და­შე­ნე­ბის პი­რას იქ­ნე­ბა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა