თეგებით ძიება

„ასე მგონია, რომ ამ ადამიანის წინაშე მთელი სამყარო დამნაშავეა... არ ვიცი, თვალებში როგორ შევხედო, ან გვერდით როგორ დავუდგე“ - იაკობ ჯანგავაძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი, იაკობ ჯანგავაძე სოციალურ ქსელში გიორგი დუდაშვილის შესახებ წერს, რომელსაც შოვის ტრაგედიის დროს 3 შვილი და მეუღლე გარდაეცვალა. 

„ასე მგონია, რომ ამ ადამიანის წინაშე მთელი სამყარო დამნაშავეა. 

ყველამ ბოდიში უნდა მოვუხადოთ და მასთან ერთად ვიგლოვოთ.

ამქვეყნიური ჯოჯოხეთიდან ყველა გაიარა.

ჯერ მთელი ოჯახი დაკარგა და შემდეგ, მათი სათითაოდ ძებნა მოუწია. 

დღეების განმავლობაში და ტალახში.

დღეს, პანაშვიდზე მისვლაც ვერ გავბედე. 

მართლა არ ვიცი, თვალებში როგორ შევხედო, ან გვერდით როგორ დავუდგე, ან როგორ ვუთხრა ვიზიარებ-მეთქი, როცა იმის მისხალსაც ვერ გავიზიარებ, რასაც განიცდის.

არასდროს დამავიწყდება ეს კაცი, რადგან ჯერ არავინ მახსენდება ისეთი, ვისაც ცხოვრება ამაზე უსამართლოდ მოექცა“, - წერს ჯანგავაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა