თეგებით ძიება

"კედელი იყო დაბზარული... წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები" - საავტომობილი გზების დეპარტამენტი ონში მთის ჩამოშალაზე

ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სი(ჭომა)-ალ­პა­ნა-მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 107-ე კმ-სა და სა­ჩხე­რე-რა­ჭის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მი­ერ­თე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას, ჩა­მო­ი­შა­ლა მი­წის მცი­რე მეტ­რი­ა­ნი მასა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მი­წის ჩა­მოშ­ლა გა­მო­იწ­ვია ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბი­სას კლდის მოჭ­რამ, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს.

"შემ­თხვე­ვის გამო, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, ვი­ნა­ი­დან მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი წი­ნას­წარ იყო მი­ღე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე არ­სე­ბუ­ლი კე­დე­ლი იყო დაბ­ზა­რუ­ლი, რის გა­მოც, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი შე­მო­სა­ზღვრუ­ლი იყო პა­რა­პე­ტე­ბით და მოძ­რა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მხო­ლოდ ერთ ზოლ­ში. გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე წარ­მო­ებ­და კედ­ლის გა­მაგ­რე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. დამ­ცა­ვი კედ­ლის 140 მეტ­რი უკვე მო­წყო­ბი­ლია და დარ­ჩე­ნი­ლი 40 მეტ­რი­ა­ნი სექ­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლის 15 მეტრზეც ჩა­მო­ი­შა­ლა მი­წის მასა, გრძელ­დე­ბა კედ­ლის დარ­ჩე­ნილ სექ­ცი­ა­ზე. ჩა­მოშ­ლი­ლი მი­წის მასა არ გას­ცდე­ნია პა­რა­პე­ტე­ბით შე­მო­სა­ზღვრულ ად­გილს და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მი­წის ჩა­მოშ­ლა გა­მო­იწ­ვია ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბი­სას კლდის მოჭ­რამ, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა