„ვინაა მშენებელი? სულ გაგიჟდით?! სულ?!" - თეა გოდოლაძე ონში მთის ჩამოშლაზე
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ონში მთის მასივის ჩამოშლის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
"მეჩვენება ამ ვიდეოში, თუ საყრდენი გამოუთხარეს, წამოვიდოდა აბა რას იზამდა! ვინაა მშენებელი? სულ გაგიჟდით?! სულ?! ეს გამაგრების გარეშე არ უნდა გამოჭრილიყო! დაღუპავენ ამ ქვეყანას ეს კოლექტიური “გივიკოები”!" - წერს გოდოლაძე.