თეგებით ძიება

ტრამპმა ციხის ფოტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ, ერთ დღეში 4,18 მილიონი დოლარი შეაგროვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ატლანტაში ჩავიდა, ფულტონის ოლქის ციხეში მივიდა და ნებაყოფლობით ჩაბარდა. ციხეში მას ფოტო გადაუღეს და პატიმრად დაარეგისტრირეს.

აღსანიშნავია, რომ წინა სამ შემთხვევაში ტრამპს დაკავების დროს ფოტო არ გადაუღია.

ამრიგად, ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელსაც ციხის ფოტო აქვს.

თავად ტრამპმა ასევე გამოაქვეყნა ციხის ფოტო Twitter-ზე და დაწერა: "არჩევნებში ჩარევა! არასოდეს დანებდე".

ეს იყო მისი პირველი პოსტი Twitter-ზე 2021 წლის იანვრის შემდეგ. ამით, ტრამპმა დაარღვია პირობა, რომ არ გამოიყენებდა სოციალურ ქსელს, თუმცა ამის გაკეთება ნამდვილად ღირდა -  ფოტოს  გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ერთ დღეში 4,18 მილიონი დოლარი შეაგროვა.

Politico-ს ცნობით, იმ პროდუქციის ონლაინ-გაყიდვებიც გაიზარდა, რომლებზეც დატანილი იყო ტრამპის დაპატიმრების დღეს გადაღებული ცნობილი ფოტო წარწერით - “არასოდეს დანებდე”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა