პოლონეთში ლეგიონელეზისგან მე-8 ადამიანი დაიღუპა
პოლონეთში ლეგიონელეზის, იგივე "ლეგიონერის ვირუსით" მე-8 ადამიანი გარდაიცვალა - ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქ ჟეშოვოს საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს წარმომადგენლები ავრცელებენ, მათივე განცხადებით, ამ დროისთვის, ინფიცირების 100 შემთხვევა დააფიქსირდა.
პოლონური მედიის ცნობით, შესაბამისი სამსახურები დაავადების გაჩენის კერის დადგენას ცდილობენ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ქლორითა და ოზონით 100 კმ. წყალსადენების დეზინფიცირების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ "ლეგიონერთა დაავადება" - ფილტვის ინფექციაა და ინფიცირება კონდიციონირების სისტემების ან ონკანების და საშხაპე კაბინების მეშვეობით ვრცელდება, რომელიც იშვიათად გამოიყენება. ადამიანიდან ადამიანზე დაავადება არ გადადის.