თეგებით ძიება

გურიაში ყველაზე კარგად ჩანს თუ როგორ არ ანაღვლებს ივანიშვილს ქართველი ხალხი! - მიხეილ სააკაშვილი

ყველაზე მეტად თუ სადმე იგრძნობა ჩვენი ხალხის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა - ეს ნამდვილად გურიაა, - აქ ჩანს ყველაზე კარგად თუ როგორ არ ანაღვლებს ივანიშვილს ქართველი ხალხი! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობა შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს დალოცვისა და მოკითხვისათვის!

სოფო ჯაფარიძე ოზურგეთსა და ლანჩხუთში საოცარ ხალხს შეხვდა და მათი წერილები გადმომცა! ყველაზე მეტად თუ სადმე იგრძნობა ჩვენი ხალხის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა - ეს ნამდვილად გურიაა. დაცარიელებული სოფლები, ტყედ ქცეული ყანები და ყოველი მეორე მოსახლე ემიგრაციაში - აქ ჩანს ყველაზე კარგად თუ როგორ არ ანაღვლებს ივანიშვილს ქართველი ხალხი!

მაგრამ, მინდა ჩემ გურულებს გითხრათ: სულ მალე ეს ყველაფერი დასრულდება და მე მჯერა, რომ გურია ისევ შეასრულებს იმ განსაკუთრებულ როლს ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, როგორსაც ის ჯერ კიდევ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან მოყოლებული ასრულებდა!“- წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა