ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა- ანდრია ჯაღმაიძე
შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რისი ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ საპატრიარქოსსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა. მონასტრის წინამძღოლმა როგორც მითხრა, ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, კლდე არის გამოფიტული, წელს იყო ცოტა დიდი ზომის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”,- აღნიშნავს ჯაღმაიძე.