აშშ-ში დააპატიმრეს მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილზე, მოსწავლეების თვალწინ დათვრა
აშშ-ს ოკლაჰომას შტატის პოლიციამ მესამე კლასის მასწავლებელი დააკავა, რომელმაც სკოლაში ალკოჰოლური სასმელი მიიტანა და გაკვეთილის ჩატარების ნაცვლად, ბავშვებს თვალწინ საშინლად დათვრა. ამის შესახებ The Independent იტყობინება.
53 წლის კიმბერლი კოუტსმა სკოლის ადმინისტრაციის ყურადღება სამუშაო დღის ბოლოს, დაახლოებით 15:20 წუთზე მიიქცია. სკოლის თანამშრომელმა შენიშნა, რომ ქალს თვალები წითელი და სველი ჰქონდა და ლაპარაკი უჭირდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაადგინეს, რომ კოუტსი მართლაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მასწავლებელმა აღიარა, რომ წინა დღეს დილის სამ საათამდე მეგობრებთან ერთად სვამდა, სამუშაო დღე კი დილის 8:25 საათზე დაიწყო და გამოფხიზლება ვერ მოასწრო.
ტესტმა დაადასტურა, რომ გართობის მოყვარული მასწავლებლის სისხლში ალკოჰოლის დონე ნორმას სამჯერ აღემატებოდა.
საკლასო ოთახში, სადაც მასწავლებელი ასწავლიდა, პოლიციამ დამალული ღვინო იპოვა. კოუტსი დააპატიმრეს და ციხეში გადაიყვანეს. მას ბრალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ალკოჰოლური სასმელის მიღებაში დასდეს.