თეგებით ძიება

1-ლი სექტემბრიდან მართვის მოწმობის გამოცდას 20 კითხვა ემატება

პირველი სექტემბრიდან მართვის მოწმობის გამოცდას 20 კითხვა ემატება. კითხვები ავტომობილის ტექნიკურ გამართულობას შეეხება და მასზე პასუხის გაცემა გამოცდის ჩაბარების მსურველს ვიზუალური ჩვენებით ან ზეპირად შეეძლება.

აპლიკანტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მართვის მოწმობის გამოცდის გართულება უსამართლობაა იმასთან შედარებით, რაც “გასულ  წლებში იყო.

“ვერ მოვასწარი დარეგისტრირება პირველ სექტემბრამდე. კიდევ უფრო გაართულეს. თითქოს, ის არ იყო საკმარისი, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი რომ დაამატეს. არ ვიცი ეს რას შეცვლის. ზოგადად, მართვის სწავლა ასე შეუძლებელია”, _ ამბობენ მართვის მოწმობის გამოცდის გართულებით უკმაყოფილო აპლიკანტები. თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ ელემენტარული ცოდნა მანქანის გამართვის შესახებ მაინც უნდა ჰქონდეთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა