თეგებით ძიება

„თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდებიო" - მამა შალვა კეკელია გიორგი დუდაშვილზე

დე­კა­ნო­ზი, შალ­ვა კე­კე­ლია შოვის ტრაგედიის შესახებ და გიორგი დუდაშვილის შესახებ საუბრობს, რომელსაც ცოლი და სამი შვილი დაეღუპა.

„მამა თო­ჯი­ნით - ეს კად­რი თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის. ამ­ბო­ბენ, თურ­მე ითხოვ­და, მომ­კა­ლით თუ შე­გიძ­ლი­ათ, თავი რომ მო­ვიკ­ლა, ჩემს შვი­ლებს ვერ შევ­ხვდე­ბი და და­მეხ­მა­რე­თო. მას ცხოვ­რე­ბა აღარ შე­უძ­ლია, მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი აღარ ჰყავს. ამას პა­სუ­ხი არა აქვს, რო­გორ უნდა გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ თუ ამას შევ­ხე­დავთ სუ­ლი­ე­რად, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იქით სამ­ყა­რო­ში ელო­დე­ბი­ან, იმი­ტომ რომ მათი სუ­ლე­ბი ცო­ცხა­ლია. ისი­ნი მა­რა­დი­ულ სამ­ყო­ფელ­ში გა­და­ვიდ­ნენ. ჩვენ ქარ­თვე­ლებს გვაქვს ასე­თი სი­ტყვა "გარ­და­იც­ვა­ლა" ანუ მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა. ლოც­ვებ­ში ვკი­თხუ­ლობთ: "წმი­და­თა თანა გა­ნუს­ვე­ნე ქრის­ტე, სულ­სა მო­ნი­სა (მხევ­ლი­სა) შე­ნი­სა­სა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუ­ხა­რე­ბა, არა ურვა, არცა სულთქმა, არა­მედ სი­ხა­რუ­ლი და ცხოვ­რე­ბა იგი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი" - ანუ ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა დას­რულ­და და მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბას შე­უ­ერ­თდა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი ღვთის წი­ნა­შე არი­ან, იქ, სა­დაც წმინ­და­ნე­ბი არი­ან, სა­დაც მარ­თა­ლი სუ­ლე­ბი გა­ნის­ვე­ნე­ბენ. აქ დარ­ჩე­ნილ­მაც ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს, რათა იქ მოხ­ვდეს, სა­დაც მისი შვი­ლე­ბი არი­ან. ამის­თვის ბევ­რი უნდა იღ­ვა­წოს სუ­ლი­ე­რად, ამ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა უნდა ის­წავ­ლოს, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად არის ღვთის დიდი ნუ­გე­ში... მა­ცხო­ვა­რი ჯვარ­ზე გა­აკ­რეს და დღე­საც ვი­მე­ტებთ მას ჯვარ­ცმის­თვის, როცა ვცო­დავთ, ვმრუ­შობთ, ვი­კე­თებთ ნარ­კო­ტიკს, ვლო­თობთ, ერ­თმა­ნეთს ვე­ქიშ­პე­ბით, უსიყ­ვა­რუ­ლო­ბა­ში ვართ. ეს ყვე­ლა ცოდ­ვა მა­ცხოვ­რის ხელ­მე­ო­რედ ჯვარ­ცმაა. როცა არ ვლო­ცუ­ლობთ, არ ვმარ­ხუ­ლობთ, გა­თე­ნე­ბუ­ლი დღის გამო ღვთი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბა არ გაგ­ვაჩ­ნია, ესეც ღვთის გა­მე­ტე­ბას ნიშ­ნავს. როცა მა­ცხო­ვა­რი ჯვარ­ზე გა­აკ­რეს, მის დე­დას, ღვთის­მშო­ბელს, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეტ­კი­ნა. როცა ჯვარ­ცმულ მა­ცხო­ვარს უყუ­რებ­და, გულ­ნაწ­ლა­ვი ეწ­ვო­და, მთე­ლი სხე­უ­ლი ჩამ­წვა­რი ჰქონ­და. ხში­რად და­მის­ვამს მეც კი­თხვა, ხომ შე­ეძ­ლო ყოვ­ლის­შემ­ძლე ღმერ­თს მისი დე­დის­თვის ეს ტკი­ვი­ლი აე­რი­დე­ბი­ნა, ამ ტკი­ვი­ლამ­დე ერთი კვი­რით ადრე გა­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ დედა ღვთის­მშო­ბე­ლი ხომ შვილ­გარ­დაც­ვლი­ლი დე­დაა. დე­და­მი­წა­ზე არ მე­გუ­ლე­ბა მის­თა­ნა დედა და არ მე­გუ­ლე­ბა დე­და­მი­წა­ზე მა­ცხოვ­რის­თა­ნა შვი­ლი. ღმერ­თმა და­უშ­ვა ეს, რად­გან იცო­და, რომ ადა­მი­ა­ნებს ასე­თი დიდი ტკი­ვი­ლე­ბი შეხ­ვდე­ბო­დათ ცხოვ­რე­ბა­ში და შვილ­გარ­დაც­ვლი­ლი დე­დე­ბის­თვის დიდი ნუ­გე­ში იქ­ნე­ბო­და ღვთის­მშო­ბე­ლი. ადა­მი­ა­ნებს ვურ­ჩევ ღმერ­თს და­უ­კავ­ში­რონ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა და თუ ამას შეძ­ლე­ბენ, მათი ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად წა­რი­მარ­თე­ბა. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბით ჩვენს გარ­დაც­ვლი­ლებს. ეს იქ­ნე­ბა მცი­რე და­შო­რე­ბა“, - ამბობს მამა შალვა კეკელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა