წელს საქართველოში 658 მარიამი დაიბადა - სერვისების განვითარების სააგენტო
28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.
საქართველოში წმინდა მარიამი განსაკუთრებით უყვართ, ჩვენი ქვეყანა ხომ მისი წილხვედრია. ეს კარგად ჩანს იმაშიც, რომ საქართველოში ნინოსთან ერთად, მარიამი ქალის ყველაზე გავრცელებული სახელია.
როგორც ირკვევა, საქართველოში 2023 წლის დაწყებიდან დღემდე 658 მარიამი დაიბადა - ამის თაობაზე ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში სულ 118 458 მარიამია რეგისტრირებული.
"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გილოცავთ მარიამობას", - ვკითხულობთ სააგენტოს ოფიციალურ "ფეისუქგვრდზე".