თეგებით ძიება
28. 08. 2023 მსოფლიო

აზერბაიჯანში 6 დღეში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა

აზერბაიჯანში 21-27 აგვისტოს კორონავირუსით ინფიცირების 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ  ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში ვირუსს 5 პაციენტი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანში დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 832 132 შემთხვევაა დაფიქსირებული, 821 773 პირი გამოჯანმრთელდა, 10 300 გარდაიცვალა,

ამჟამად,109 აქტიური პაციენტია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა