თეგებით ძიება

„ბიძინამ უნდა თქვას პატრიოტი ვარო, ოღონდ რუსეთის პატრიოტი“ - დომენიკ მანგო

ბლოგერი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ეხმაურება დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

“მედვედევის განცხადებები ნახეთ საქართველოზე? ქართული კულტურა და გასტრონომიაც კი რუსულიაო. ლანძღა მიხეილ სააკაშვილი და ზედ მიაყოლა სალომე ზურაბიშვილიც, ხოლო ქართული ოცნება შეაქო. ისიც კი გამოურია, დიდი ამბიციები თუ გექნებათ, აფხაზეთს საერთოდ მივიერთებთო. ბიძინამ უნდა თქვას პატრიოტი ვარო, ოღონდ რუსეთის პატრიოტი. საუკუნეებია არც ყოლია რუსეთს ასეთი მოკავშირე ქვეყანაში. ვულოცავ სრულიად ქოცებს, პუტინის შემდეგ მეორე კაცისგან შექება დაიმსახურეს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაჯილდოვდებიან კიდეც. დარწმუნებული ვარ მათ ამომრჩევლებს სწორედ ეს გინდოდათ, წარმომიდგენია როგორი ბედნიერი ხართ ამ მდგომარეობაში“, - წერს დომენიკ მანგო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა