თეგებით ძიება

86 წლის კაცმა გარდაცვლილი ძმის სახელით ნახევარი საუკუნე იცხოვრა

86 წლის ამერიკელ კაცს იმის გამო ასამართლებენ, რომ ძმის მონაცემები „მოიპარა“. როგორც Fox News იუწყება, კაცი ამ გზით ძმის სოციალურ დაზღვევას იყენებდა.

ნაპოლეონ გონსალესი, რომელმაც გარდაცვლილი ძმის მონაცემები მიითვისა, ქალაქ ეტნადანაა. მისი ძმა, გილერმო, 1939 წელს დაიღუპა, 1965 წლიდან კი ნაპოლეონმა მისი სახელით სარგებლობა გადაწყვიტა.

ნაპოლეონი გილერმოს სახელით ნახევარი საუკუნე ცხოვრობდა და სოციალური დაზღვევის მეშვეობით დამატებით თანხებს იღებდა. 

პირველად ის თაღლითობაში 2010 წელს შენიშნეს, რის შემდეგაც დაზღვევა შეუჩერეს, ხოლო 2020 წელს საქმეზე გამოძიება დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა