თეგებით ძიება

დონალდ ტრამპის სასამართლო 2024 წლის მარტში გაიმართება

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი 2024 წლის მარტში გაიმართება. განხილვის საკითხი - ტრამპის მიერ 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ტრამპის ადვოკატებს სხდომის 2026 წლამდე გადადება სურდათ, მაგრამ მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თავის მხრივ, ბრალდების მხარე სხდომის გამართვას 2024 წლის მარტში მოითხოვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ჯორჯიის შტატში ცდილობდა. ამავე საქმეში კიდევ 18 პირია ბრალდებული.

საერთო ჯამში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული. არჩევნებს შედეგების გაუქმების მცდელობის გარდა მას საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის წესების დარღვევაში, არჩევნების გაყალბების მცდელობასა და საპრეზიდენტო კამპანიისთვის შეგროვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა