თეგებით ძიება

ყველაფერი დასრულდა… ჩემი სიყვარული და თავდადება ფეხქვეშ გათელეს! - დაშორდა თუ არა ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას?

ჩემი სიყვარული და თავდადება ფეხქვეშ გათელეს, - მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. განსაკუთრებით აინტერესებთ, მისი პირადი ცხოვრება.

ცნობილია, რომ ის ბიზნესმენ დავით კოდუაზეა შეყვარებული. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, მოდელის გამომწერებში, გააქტიურდა კითხვა, დაშორდა თუ არა პაიჭაძე საყვარელ მამაკაცს.

ცოტა ხნის წინ, ალექსანდრამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„დაუჯერებელია... მაგრამ ყველაფერი დასრულდა… ჩემი სიყვარული და თავდადება ფეხქვეშ გათელეს... მჯერა მომავლის, მაგრამ ამდენი გულისტკივილი და იმედგაცრუება სად წავიღო…  არ მინდა, ტვირთად ვერ მოვიკიდებ, არ დამიმსახურებიააა!!!", - წერს მოდელი.

უცნობია, რას გულისხმობს და უკავშირდება თუ არა მოდელის პოსტი დავით კოდუას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა