თეგებით ძიება

"არ შეიძლება უფ­რო­სი თა­ო­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­, დიახ! არ მინ­და, ჩემი შვი­ლი ასე იქ­ცე­ო­დეს" - რას წერს ცნობილი სპორტსმენი? (ვიდეო)

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტშია გადაღებული. ვიდეოში ქალი ტრანსპორტში მყოფ ახალგაზრდას ჩაცმულობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მოკლე შორტი არ უნდა ეცვას.

ვიდეოს გამოეხმაურა ცნობილი სპორტსმენი რო­მან დო­ლი­ძე.

"ვი­დეო სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით რომ არ გავ­რცელ­დეს, აქვე და­ვურ­თავ: შე­ნიშ­ვნა ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა იყოს, უად­გი­ლო, უმი­ზე­ზო, უსა­მარ­თლოც კი, რა­მაც თა­ვის­თა­ვად შე­იძ­ლე­ბა გული გვატ­კი­ნოს, მაგ­რამ ხში­რად ჩვე­ნი რე­აქ­ცია, სი­ტყვა და საქ­ცი­ე­ლი ჩვენს ში­ნა­გან კულ­ტუ­რა­ზეც მე­ტყვე­ლებს. 

ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა ჩა­იც­ვას და გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს ისე, რო­გორც მას სურს, მაგ­რამ ამ ში­ნა­გან­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბამ არ უნდა გა­ი­ა­როს, არც ერთი მხა­რის და მით უფრო, უფ­რო­სი თა­ო­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ზე!

კარ­გად მეს­მის, რომ მე არ ვა­კე­თებ “პო­პუ­ლა­რულ” გან­ცხა­დე­ბას, მაგ­რამ ეს უკა­ნას­კნე­ლი ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს, რად­გან ყო­ველ­თვის ვამ­ბობ იმას, რა­საც ვფიქ­რობ და რი­სიც მჯე­რა. რო­გო­რი მი­უ­ღე­ბე­ლიც არ უნდა იყოს ოპო­ნენ­ტის აზრი, სა­შინ­ლად არ მომ­წონს სა­უბ­რის ის ტონი და ლექ­სი­კა, რო­მელ­საც ამ კონ­კრე­ტულ ვი­დე­ო­ში ვის­მენ!

და დიახ! არ მინ­და, ჩემი შვი­ლი ასე იქ­ცე­ო­დეს", - წერს რო­მან დო­ლი­ძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა