თეგებით ძიება
29. 08. 2023 მსოფლიო

აპოკალიფსი სულ უფრო ახლოსაა - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი უკრაინის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად უკრაინამ გადაწყვიტა დაარტყას ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ ომში დასავლეთის თანამონაწილეობის იურიდიულად მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს.

"თუ ეს სიმართლეა (და ამაში ეჭვიც არ გვაქვს), მაშინ ეს არის პირდაპირი იურიდიულად მნიშვნელოვანი მტკიცებულება დასავლეთის თანამონაწილეობისა რუსეთის წინააღმდეგ ომში სტეპან ბანდერას სახელმწიფოს მხარეს. რაფინირებული casus belli (ომის დაწყების ფორმალური მიზეზი), ხოლო რუსეთისთვის jus ad bellum (ომის გამოცხადება) ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობაა ყველას და თითოეულის წინააღმდეგ ნატოს ქვეყნებში“, - წერს მედვედევი. 

მედვედევი, ასევე, წერს, რომ აპოკალიფსი სულ უფრო ახლოს არის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა