თეგებით ძიება

"ამ ადამიანს არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, ევროკავშირზე ისაუბროს" - ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიაზე

​"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს "კიდევ ერთი წამოცდენა" იყო. კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციას არანაირად არ სურს, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

"ნუ, ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ოპოზიციას არანაირად არ სურს, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

კიდევ ერთი წამოცდენა იყო ეს ამ შემთხვევაში გვარამიას მხრიდან.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ პერსონას, გვარამიას, მე შეგახსენებთ ვინ არის გვარამია - ეს არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტის საქმეებში 2012 წლამდე, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ტელეკომპანია "იმედის" ყაჩაღურად მიტაცებაში, რომელიც მერე ყაჩაღურად მიტაცებულ "რუსთავი 2"-ს მართავდა წლების განმავლობაში. ასეთი ადამიანები, პირდაპირ ყაჩაღები, არიან ანტიევროკავშირი, შესაბამისად, ამ ადამიანებს არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ საერთოდ ისაუბრონ ევროკავშირზე. ისინი თავიდან ბოლომდე არიან დაცილებული ევროპულ ღირებულებებს და ისინი არიან ანტიევროკავშირი," - თქვა კობახიძემ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა