თეგებით ძიება

ასეთი განცხადებები მოგვისმენია, ამის მიუხედავად, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოებას... - ირაკლი კობახიძე კარასინზე

"ასეთი განცხადებები მოგვისმენია... ამის მიუხედავად, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოებას...", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 

"რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ".

ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენია. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო, მთელი ამ წლების განმავლობაში, წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია ის, რომ არც ერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა მთელი ამ წლების განმავლობაში, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ, განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოებას... ასეთი განცხადებები მოგვისმენია ჩვენ. მაგრამ, ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით, იყო, ყველაფრის მიუხედავად, წარმატებული, - ამბობს კობახიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა