თეგებით ძიება
29. 08. 2023 მსოფლიო

თალიბანმა ავღანელ ქალებს საზღვარგარეთ სწავლა აუკრძალა

გასულ წელს თალიბანმა ავღანელ ქალებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა აუკრძალა. ახლა კი ქვეყნის დატოვება იმ ქალებსაც აეკრძალა, რომლებსაც სტიპენდია ჰქონდათ მოპოვებული და სწავლა საზღვარგარეთ უნდა გაეგრძელებინათ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

BBC-თან ინტერვიუში 20 წლის ავღანელი სტუდენტი ჰყვება, რომ სწავლა დუბაის უნივერსიტეტში უნდა გაეგრძელებინა. სტუდენტმა სტიპენდია მას შემდეგ მოიპოვა, რაც თალიბანმა ქალებს სწავლა აუკრძალა. როცა 20 წლის ავღანელი ქალი ქვეყნის დატოვებას და დუბაიში წასვლას ცდილობდა, არ გაუშვეს.

BBC-ის ინფორმაციით, დუბაის უნივერსიტეტში სწავლის სტიპენდია ასმა ავღანელმა ქალმა მოიპოვა, თუმცა მათი უმეტესობა აეროპორტიდან უკან დააბრუნეს. გარდა ამისა, თალიბანმა ავღანელ ქალებს მარტო მოგზაურობაც აუკრძალა. ავღანელ ქალებს ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ ქმართან ან ნათესავ კაცთან ერთად აქვთ.

შეგახსენებთ, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის აკრძალვამდე თალიბანმა ქალებს საშუალო სკოლებში სწავლის უფლება შეუზღუდა და პარკებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლაც აუკრძალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა