თეგებით ძიება

დღეს სახლში უნდა დაბრუნებულიყო - რას ამბობს ლაშა ბერულავა, შოვში დაღუპულ სამხედროზე?

დღეს სახლში უნდა დაბრუნებულიყო, - ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა შოვში მომხდარ მორიგ ტრაგედიას ეხმაურება.

„შოვში, სამძებრო სამუშაოების პერიოდში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი ინსტრუქტორი, 50 წლის თემურ ხარჩილავა.

მისი მეგობრების ინფორმაციით, თემური სამუშაოების მიმდინარეობისას, მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტრომაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა დაასახელა. სხვა დეტალები ჯერ არ ვიცით.

თემურ ხარჩილავას სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის ვადა დღეს ეწურებოდა და შინ უნდა დაბრუნებულიყო... აფხაზეთიდან დევნილი თემურ ხარჩილავა სამი შვილის (ორი სტუდენტისა და ერთი სკოლის მოსწავლის) მამაა, ის წლებია, ოჯახთან ერთად ზუგდიდში, გორგასლის ქუჩაზე ცხოვრობს.

უაღრესად თავმდაბალი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, პატრიოტი ადამიანი - ასე დავახასიათებდი მას მოკლედ - ასეთს ვიცნობდით და ასეთი დარჩება ჩვენს, მისი არცთუ ახალი მეზობლების გულში სამუდამოდ. ეს მხოლოდ ჩვენი სამეზობლოს დანაკლისი არ არის, თემურ ხარჩილავა სრულიად საქართველოს დააკლდება“, - ამბობს ლაშა ბერულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა