ბაღდათში, ორი ადამიანი ქვევრში გაიგუდა
ბაღდათში, სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ქვევრის გასაწმენდად ჩავიდა და ის გარკვეული პერიოდის შემდგომ რომ არ დაბრუნდა, მეზობელმა მოიკითხა, რომელმაც ახალგაზრდა ქვევრში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. ამის შემდეგ შუახნის კაცი ქვევრში დახმარების მიზნით თავად ჩავიდა, თუმცა იქ დაგროვებული ე.წ. „ჭაჭის გაზის“ დიდი ოდენობის გამო, თავადაც გაიგუდა.