თეგებით ძიება

შუქი საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს არ აქვს - "თელასის" განცხადება

"თელასის" განცხადებით, დღეს 15:14 საათზე ავარიულად გაითიშა ქვესადგურის "საბურთალო-1" მკვებავი 35-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. კომპანია ამბობს, რომ ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს.

"თელასის" საავარიო სამსახური ადგილზე იმყოფება და აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს. ელექტრომომარაგება 18:00 საათზე აღდგება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გარდა ამისა, კომპანიის ცნობითვე, 28 აგვისტოს საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე გაჩენილი ხანძრის გამო მათი მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა. "თელასის" ცნობით, დღეს 35-კილოვოლტიანი ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა.

"თელასი"-ს საავარიო სამსახურმა უმოკლეს ვადებში შეძლო ავარიის აღმოფხვრა და ელექრტომომარაგების აღდგენა. თუმცა დრეს 35-კილოვოლტიანი ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს კომპანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა