თეგებით ძიება

„ქვეყნის "ჭირისუფლებს", რეალურად კი დასამარების მსურველებს, თურმე არც მაშველების ხელფასები არ მოსწონთ“ - რას წერს ლევან ნიკოლეიშვილი?

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ქვეყნის "ჭირისუფლებს", რეალურად კი  დასამარების მსურველებს, თურმე არც მაშველების  ხელფასები არ მოსწონთ. ისე ჩვენში დარჩეს და ნაცების ხელისუფლებაში ყოფნისას 650 ლარი ჰქონდათ, ახლა 1500 ლარი აქვთ. მე რომ მკითხო 10 ჯერ მეტი უნდა ჰქონდეთ, როგორ და რანაირად ბიუჯეტურად როგორ უნდა მოხდეს არ ვარ ფინანსისტი მართლა არ ვიცი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიუჯეტიდან რაღაც თანხების გამონთავისუფლება ალბათ შეიძლება: მაგალითად  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის "შენახვის" ან უსაქმურ დეპუტატების ხელფასები და სამივლინებო ხარჯების შემცირების შედეგად. ასევე, სახელმწიფოს აღჭურვილობის და ტექნიკის  ხარჯები გაუნთავისუფლდებოდა (ხელფასებს გაზრდიდა), ჩვენი პარტნიორები ქვეყნები მავნებელ არასამთავრობობის პროექტების დაფინანსებაზე არ ზრუნავდნენ, არამედ შესაბამის ტექნიკით გვეხმარებოდნენ. არც ის იქნებოდა ურიგო, ნაც-მაცუნებს მოპარული მილიონები, რომ ბიუჯეტში შეატანინო... არ ვიცი ალბათ ბევრი გზა შეიძლება გამოინახოს და დარწმუნებული ვარ ხელისუფლებაც შესაბამისად იმოქმედებს, მაგრამ ბიუჯეტის ქურდების საკრიტიკო თუ საღლიცინო ეს თემა ნამდვილად არ არის - თავის წარსულს გადახედონ რა აქვთ გაკეთებული, აწყმოსაც შეხედონ, ხომ ყველამ ვიცით, ღმერთმა დაგვიფაროს და რისი გამკეთებლებიც არიან...“ - წერს ნიკოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა