„ჩვენ ვწეროთ სამგლოვიარო ტექსტები ლექსად თან საჭმელს ვურიოთ, არ მიგვეწვას!“ - რას წერს ირინა სარიშვილი?
ყოფილი პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი შოვში სამაშველო სამუშაოებისას სამხედროს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„შოვში სამძებრო სამუშაოების დროს უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა გულის შეტევით. როგორც პირველ შემთხვევაშიც, ამჯერადაც არავითარი მობილიზაცია ადგილზე ექიმების, რეანიმაციული ბრიგადების, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ასეთ ფიზიკურად და ემოციურად სტრესულ სამუშაოზე!
ჩვენ ვწეროთ სამგლოვიარო ტექსტები ლექსად თან საჭმელს ვურიოთ არ მიგვეწვას!
უპატრონო ქვეყანა სხვისი ტრაგედიების პათეტიკური საჯარო გლოვებით და ზეიმებით დაკავებული მოსახლეობით!“ - წერს სარიშვილი.