თეგებით ძიება

პრიგოჟინი "დახურულ ფორმატში", პოროხოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

კსკ ვაგნერის დამფუძნებელი სანქტ-პეტერბურგში, პოროხოვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალეს. ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკრძალვა დახურულ ფორმატში შედგა.

"ევგენი ვიქტოროვიჩთან დამშვიდობება დახურულ ფორმატში შედგა. დამშვიდობების მსურველებს შეუძლიათ პოროხოვსკოეს სასაფლაო მოინახულონ", - აღნიშნულია განცხადებაში.

პოროხოვის სასაფლაო სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს.

აქამდე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პრიგოჟინის დაკრძალვაზე მისვლას არ გეგმავდა.

BBC -ის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტები სამგლოვიარო კორტეჟებს აკვირდებოდნენ, თუმცა ზუსტი ინფორმაცია, სად და როდის დაკრძალავდნენ პრიგოჟინს, უცნობი იყო. 

23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟზეც, როსავიაციის ცნობით, იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და ამავე ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი, ვის ზედმეტსახელსაც ატარებდა ორგანიზაცია.

ჩამოვარდნის ადგილზე იპოვეს 10 ნეშტი, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ევგენი პრიგოჟინი შემთხვევას ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა