„ბლუმბერგი“- სნფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში გამგზავრებას გეგმავს
Bloomberg-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი პუტინი რუსეთის საზღვრებს მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პირველად დატოვებს - ის ჩინეთს ეწვევა.
პუტინი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი. გავრცელებული ვერსიით, პუტინმა მიწვევა პირადად ჩინეთის პრეზიდენტისგან, სი ძინპინისგან მიიღო.
„ბლუმბერგის“ წყაროების თქმით, „პუტინი მზადაა, მხოლოდ იმ ქვეყნებს ესტუმროს, სადაც მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება გარანტირებული, ჩინეთი კი ასეთი ქვეყანაა“.