თბილისი - ერისთავის ქუჩა, დატბორილი ავტომობილები
უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა. ფოტოზე ხედავთ ერისთავის ქუჩაზე, წყალში მდგარ ავტომობილებს.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშიირებით მერიამ განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს სახლშიი დარჩენისკენ მოუწოდა.
თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
„თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 72 22 22“, – აღნიშნულია განცხადებაში.