თეგებით ძიება

„პრემიერი რომ იყო, მაშინ ვერ ამჩნევდა“ - ჩერგოლეიშვილი გახარიაზე

„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გახარიას პარტია ტელემედიაზე ღელავს. 

ფიფოლ, ფულს ვინც იხდის იმას აშუქებს ტელემედია და დეკორაციებად  ეპატიჟება სხვებს ბალანსისთვის (იმას, ვისაც ფულის წყარო კონკურენტად არ განიხილავს). 

ანუ ჩვეულებრივი ბაზარია - ვერ აიღებენ ჟურნალისტები ხელფასს

თუ ვიღაც ფულის ტომარა ძიამ არ ჩაუსხა და მერე ხდება ყველაფერი ამაზრზენი. 

პრემიერი რომ იყო, მაშინ ვერ ამჩნევდა უბრალოდ რომ თავისუფალ ტელემედიას, თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი სარეკლამო ბაზარი სჭირდება. 

ამის გარეშე,  ტელეჟურნალისტები ჩვეულებრივი პოლიტიკური ფულის ვაჭრები არიან და არა რეალობის გამშუქებლები, არამედ რეალობის გამმრუდებლები ფულის წყაროს სასარგებლოდ   - ფული უნდათ. 

და კი - ამაზრზენია“ - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა