„თბილისში ხშირად წვიმდა, მაგრამ ყველა "გაელვებაზე" შიშის ქვეშ ცხოვრება არ გვიწევდა! კორუმპირებული, ქურდი, მკვლელი, კრიმინალი კალაძე მიწასთან ასწორებს დედაქალაქს!“ - ლევან ხაბეიშვილი
ენმ-ს ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ყელში ამოვიდა და წარმოუდგენელია ამის ყურება! დაიტბორა დედაქალაქი, ახალ აშენებულ კორპუსებში წვიმს - სახლებში და ლიფტებში ...
დატბორილია მიწისქვეშა გადასასვლელები, მეტროს ვაგონები, ავტობუსები, იშლება კლდეები ... არ არსებობს სანიაღვრე სისტემები! არც ამ სანიაღვრეს გაწმენდა ახსენდება ვინმეს!
ქაოტური მშენებლობები, კორუფციული მშენებლობები, ჩინოვნიკების, კალაძის მშენებლობები ... არავინ პასუხს რომ არ აგებს ამ ქვეყნაში! შესაბამისად ვღებულობთ გაუგონარ მდგომარეობას.
სხვა დროსაც წვიმდა!!! თბილისში სულ და ხშირად წვიმდა მაგრამ ყველა "გაელვებაზე" ადამიანებს შიშის ქვეშ ცხოვრება და ნავით გადაადგილება არ უწევდათ! კორუმპირებული, ქურდი, მკვლელი, კრიმინალი კალაძე მიწასთან ასწორებს დედაქალაქს!
რას ჰქვია სტიქიაა?! აქამდე არ იყო წვიმა თბილისში?! არ ატარებს, ვერ ატარებს სანიაღვრე სისტემა იმიტომ რომ ყველგან კორპუსი ააშენეს - კლდეებზე გადიან და ყველგან კორპუსებს აკვეხებენ!
რასაც აშენებენ იმ კორპუსებშიც წვიმს! 12 წელია ინერციით მიდის ქვეყანაც და თბილისიც ... ჰოდა ინერციით ბანცალს აუცილებლად მოყვება დაცემა, ჩამოშლა! კინწისკვრით უნდა გავყაროთ ფულზე დახარბებული კალაძე, კობახიძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილი და მისი ბანდა თორემ კარგი არაფერი გველოდება...
ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები და იმედია არცერთი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ დაემუქრება საფრთხე“, - წერს ხაბეიშვილი.