თეგებით ძიება

"შუაგულ ვაკეში, კოლექტორებიდან ვირთხები შევნიშნეთ" - რას წერს სერგო ჩიხლაძე?

პოლიტიკოსი, სერგო ჩიხლაძე წერს, რომ სანიაღვრებს და კოლექტორებს მოვლა და გაწმენდა ჭირდება ხანდახან.

"ჰოი საოცრებავ! თურმე სანიაღვრებს და კოლექტორებს მოვლა და გაწმენდა ჭირდება ხანდახან! დღეს აღმოაჩინა ჩვენმა "წიგნიერმა" მერმა ეს მარტივი ჭეშმარიტება! ძვირფასო კახა, სანიაღვრე იმიტომ არის,  რომ ნიაღვარი ფოთოლსაც ჩაიტანს და სხვა ნაგავსაც ქუჩიდან და პერიოდულად უნდა გაწმინდო ხოლმე! ნუ, რა ხარისხით გაქვს გაკეთებული ეს სანიაღვრე კიდევ ცალკე საკითხია. 

თუმცა, რა მიკვირს?!  რამდენიმე კვირის წინ, აგერ, შუაგულ ვაკეში, კოლექტორებიდან ვირთხები რომ შევნიშნეთ, დავრეკეთ მერიაში. პასუხი რა იყო? ეს მერიას არ ეხება, მოგცემთ კერძო  შპს-ების კონტაქტებს, დარეკეთ და შეაწამლინეთო. კოლექტორები,  რომელიც არც კორპუსებს ეკუთვნის, არც რომელიმე მოქალაქეს. 

ნეტავ, ნაგვის ბუნკერების დაცლას და ლილოში წაღებას არ დაგვავალებდეს ჩვენი მზრუნველი მერი და აღარ დავეძებ", - წერს ჩიხლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა