გუშინდელმა წვიმამ ორჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისის ნალექის რაოდენობას - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გუსინ 29 აგვისტოს დედაქალაქში მოსულმა ნალექმა 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას ორჯერზე მეტად გადააჭარბა.
ამის შესახებ კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობა ორჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წელს 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. წუხანდელმა ნალექმა მოცვა თბილისის მთელი ტერიტორია, სხვადასხვა უბნებში შექმნა გარკვეული პრობლემები" - თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, გვიან ღამით უხვი ნალექის გამო თბილისში ქუჩები დაიტბორა. მოქალაქეებს ქალაქში გადაადგილება უჭირდათ - წაიქცა ხეები, რთული ვითარებვა იყო მიწისქვეშა გადასასვლელებშიც.