ტყუილია, რომ მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო ატრაქციონი არასწორად დამონტაჟდა - კახა კალაძე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ რიგ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო ატრაქციონი არასწორად დამონტაჟდა, „ფეიკნიუსია“.
"ფეიკნიუსების“ მიზანი თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაცია და საზოგადოების დეზინფორმირებაა. გუშინ რიგი მედიასაშუალებები სიცრუეს ტირაჟირებდნენ, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა არასწორად, უკუღმა. საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის, ვისაც უხარია დედაქალაქის წინსვლა, გავაკეთებთ განმარტებებს. ამ ადამიანებს კი აქვთ უფლება, აირჩიონ როგორ გააგრძელონ თავიანთი ჟურნალისტური საქმიანობა. არავინ გზღუდავთ, დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში, თუმცა სიცრუის უფლებას არ მოგცემთ და მას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.