როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს? - ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის მასშტაბით პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროსადენები.
სოციალური ქსელის მომხმარებლები მეხის ჩამოვარდნის შესახებაც წერდნენ.
როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით - მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვიზიარებს.
„პირველ რიგში, ეცადეთ თავი შეაფაროთ უახლოეს შენობას.
თუ გარშემო შენობა ან რაიმე თავშესაფარი არ არის, მაშინ დაწექით მიწაზე რკალისებურ მდგომარეობაში. ძალიან საშიშია ამ დროს გამართული დგომა, მაგრამ მიწაზე გამართულად/სწორად წოლაც არ შეიძლება, რადგან სველი მიწა შესანიშნავი ელექტროგამტარია და შეიძლება მეხი მიიზიდოს.
ტყეში ყოფნისას არასდროს დადგეთ ცალკე მდგომი ხის ქვეშ, განსაკუთრებით - მუხის, ფიჭვის, ნაძვისა და ალვის ხის ქვეშ", - ნათქვამია ინფორმაციაში.