თეგებით ძიება
30. 08. 2023 სპორტი

ოფიციალურად! გიორგი მიქაუტაძე „აიაქსის“ ფეხბურთელია

ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას ნიდერლანდებში გააგრძელებს - „აიაქსმა“ 22 წლის ფეხბურთელთან და მის უკვე ყოფილ გუნდთან „მეცისთან“ შეთანსხმებას მიაღწია.

გიორგი მიქაუტაძემ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მისი სატრანსფერო საფასური კი 16 მილიონი ევროა.

„აიაქსის“ ოფიციალურმა გვერდმა გიორგი მიქაუტაძეს ვიდეოც მიუძღვნა. Facebook-ზე გავრცელებულ კადრებში ის კლუბის ყოფილი თავდამსხმელის, შოთა არველაძის გამორჩეულ მომენტებს ადევნებს თვალს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა