როდემდე გრძელდება წვიმა და როდის გამოიდარებს საქართველოში?
დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება, ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
"მაღალი ტემპერატურის ფონზე, 1-2 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, დასავლეთ საქართველოში კი უნალექო ამინდი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, დასავლეთ საქართველოში კი +31, +36 გრადუსის ფარგლებში. თბილისში დღეს შესაძლებელია, დროგამოშვებით მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 31 აგვისტოსა და 1-2 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +30, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება." - ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.