საქართველოს ნაკრებმა ვენესუელაც დაამარცხა და ბრძოლას მეორე ეტაპზე განაგრძობს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა. ცნობისთვის ეს ის ქვეყანაა, რომელსაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, ეს კი დამატებითი მოტივაცია იყო საქართველოს ნაკრებისთვის.
მომდევნო ეტაპი 1 სექტემბერს დაიწყება და საქართველო მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს გერმანიასა და ავსტრალიასთან. ეს ორი გუნდი E ჯგუფიდან გავიდა, საქართველო და სლოვენია – F ჯგუფიდან. ამ ოთხი გუნდიდან კი 1/4 ფინალში ორი ითამაშებს. მათ პირველ ეტაპზე მოგროვილი ყველა ქულა გადაჰყვათ.