თეგებით ძიება

ყურადღება - ეროვნული გამოცდები 2023 - NAEC სტატისტიკას აქვეყნებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) 2023 წლის ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს.ანალიზის თანახმად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულა 300-მა მიიღო, 48 ქულა კი მხოლოდ ერთმა.

კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 96.56 %.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.44 % -მა.

NAEC-ის თქმით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე.

ინგლისურ ენაში მაქსიმალური (70) ქულა მიიღო 350-მა აბიტურიენტმა, 65 კი ერთმა.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.57 % -მა.

კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 96.43 %.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 14 -ზე.

მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური, 51 ქულა 102-მა აბიტურიენტმა, 45 კი ერთმა მიიღო. წელს მამთემატიკას 14 924 აბიტურიენტი აბარებდა.

კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 84.25 %.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.75 % -მა.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 10.2 -ზე.

2023 წელს ისტორიას 20 714 აბიტურიენტი აბარებდა, მათგან 180-მა მაქსიმალური, 60 ქულა მიიღო, ერთმა კი 41.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 5.53 % -მა.

კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 94.47 %.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე.

გეოგრაფიაში გამოცდას 1913 აბიტურიენტი აბარებდა, მათგან მაქსიმალური, 58 ქულა მხოლოდ ერთმა მიიღო.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 8.42 % -მა.

კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 91.58 %.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 14.75 -ზე.

ბიოლოგიაში მაქსიმალური ქულა 2-მა აბიტურიენტმა მიიღო, გამოცდას 3 439 აბიტურიენტი აბარებდა.

კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 85.29 %.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 14.71 % -მა.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 17.5 -ზე.

ქიმიის გამოცდა 2 540-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, მატგან რვამ მაქსიმალური, 63 ქულა მიიღო.

კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 80.47 %.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 19.53 % -მა.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15.75 -ზე.

601 აბიტურიენტიდან ფიზიკაში მაქსიმალური სამმა აბიტურიენტმა მიიღო.

კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 69.05 %.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 30.95 % -მა.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15.75 -ზე.

ლიტერატურა წელს 1 144-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, მათგან მაქსიმალური, 67 ქულა მხოლოდ ერთმა მიიღო.

კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 93.18 %.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 6.82 % -მა.

ხელოვნება წელს ჩააბარა 269-მა აბიტურიენტმა, აქედან მაქსიმალური – 67 ქულა მიიღო ერთმა, კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 7.43 % -მა.

სამოქალაქო განათლებას აბარებდა 1 854 აბიტურიენტი, მაქსიმალური – 58 ქულა მიიღო მხოლოდ ოთხმა. კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 11.33 % -მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა