შოვში სტიქიას გადარჩენილები და დაღუპულა ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ - მთავრობის გადაწყვეტილება
შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას.
აღნიშნული სერვისებს სახელმწიფო დააფინანსებს და ხელმისაწვდომი იქნება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში.
შეგახსენებთ, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად 31 პირი დაიღუპა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.