თეგებით ძიება

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ე.წ. ვოიაჟი რისკის შემცველია - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ზურაბიშვილს და ოპოზიციას ერთი ნარატივი აქვს, რომლის მიზანიცაა, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს თანხმობა საქართველოს მთავრობის, რომელიც საქართელოს კონსტიტუციის მიხედვით ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას მის კომპეტენციაშია, საგარეო კურსის გასაზღვრა და მოქმედება ამ კურსისი შესაბამისად, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართელოს კონსტიტუციას. ქართული რადიკალური ოპოზიცია, იგივე „ნაცმოძრაობა“ თავის ყველა ჯგუფით და კლასტერით, ასევე სალომე ზურაბიშვილი ერთ ნარატივზე არიან და ეს ნარატივი საბოლოო მიზნად ისახავს, რომ საქართელომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და როდესაც ეს ვიცით ძალიან კარგად, მაშინ ქალბატონი სალომეს ე.წ. ვოიაჟი არის რისკის შემცველი, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, - ამბობს მდინარაძე. 

სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს იწყებს. ზურაბიშვილი აპირებს პოლიტიკოსები თავად დაარწმუნოს, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ნამდვილად იმსახურებს. პირველი ოფიციალური შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი. ბერლინში ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა